ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში დღეს დასვენების დღეა ყოველწლიური მადლიერების დღის აღსანიშნავად


ბევრი კი ამ დროს მშობლიურ სახლს მიაშურებს რათა ოჯახურ გარემოცვაში შეხვდეს დღესასწაულს.

ინდაურის სადღესასწაულო კერძთან ერთად, ამერიკელები ამ დღეს ტელევიზიით გადმოცემულ საფეხბურთო თამაშებსა და სადღესასწაულო აღლუმს უყურებენ, რომელიც ნიუ იორკიდან გადმოიცემა და რომელსაც მაღაზიების ცნობილი ქსელი “მეისი” უწევს ორგანიზებას.

მადლიერების დღის აღნიშვნა ამერიკაში 1621 წლიდან იწყება, როცა ბრიტანელი კოლონისტები პლიმუთის დასახლებაში, ეს კი დღევანდელი მასაჩუსეთსის შტატია, ამ დღეს ინდიელების ტომებთან ერთად ზეიმობდნენ. ადგილობრივი ინდიელები კოლონისტებს მაშინ სურსათის მოყვანასა და გარეულ ცხოველებზე ნადირობას ასწავლიდნენ.

XS
SM
MD
LG