ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი და ასეანის სახელმწიფოები ბირმის მთავრობას მოუწოდებენ დააჩქაროს დემოკრატიული რეფორმების გატარება


ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრაზე გამოაქვეყნეს ასეანისა და ევრო კავშირის ლიდერებმა ნათქვამია, რომ ბირმაში უნდა გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის აუნგ სან სუჯის ჩათვლით.

დეკლარაციაში აგრეთვე კატეგორიულად მოითხოვენ ყოველგვარი აკრძალვების გაუქმებას პოლიტიკური პარტიების მოღვაწეობაზე და დიალოგის გაფართოვებაზე.

სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეანი არ დაუშვებს იმას, რომ ბირმის საკითხმა დაბრკოლება შეუქმნას ასეანის მოლაპარაკებას ევროკავშირთან სავაჭრო საკითხებზე. დღეს გამართული შეხვედრების დროს ამ ორი ბლოკის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების ტემპების დაჩქარების ირგვლივ.

XS
SM
MD
LG