ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ოთხას ორმოცდაათი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გადაწყვიტა.


ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენციის ეგიდით მიიღეს. დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი პატიმრების გათავისუფლების წინადადებით გამოვიდა. პალესტინელთა ოფიციალური წარმომადგენლები ისრაელს ორ ათასამდე პატიმრის გათავისუფლებას მოსთხოვენ. ბატონი ოლმერტი დღეს პალესტინელტა ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ხვდება მომავალი თვისთვის, შეერთებულ შტატებში დაგეგმილი სამსვიდობო კონფერენციის შესახებ სასაუბროდ. ხვალ ისრაელის პრემიერი ამ საკითხთან დაკავშირებით ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქსაც შეხვდება. ბატონმა ოლმერტმა განაცხადა, რომ ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ახალ უკანონო დასახლებებს აღარ ააშენებს და იქ არსებულ ყველა ასეთ დასახლებას მოშლის.

XS
SM
MD
LG