ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფი დღეს დროებით მთავრობას  დანიშნავს


პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი დროებით მთავრობას დღეს მოგვიანებით დანიშნავს, მანამ სანამ ოპოზიციური პარტიები მის წინააღმდეგ გაერთიანებული ფრონტის შექმნას ცდილობენ. დღეს, ამჟამინდელი პარლამენტის ვადა იწურება და დროებითი ადმინისტრაცია კი ეროვნული არჩევნების ჩატარებას გაუწევს ორგანიზებას. არჩევნები, მუშარაფის პირობით, 9 იანვრისთვის უნდა ჩატარდეს. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება მანამ სანამ პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას არ გააუქმებს.
XS
SM
MD
LG