ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ტეხასის ქალაქ კრაფორდში მის რანჩოზე შეხვდება


მხარეები მიმოიხილავენ შექმნილ მდგომარეობას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. აშშ-ი დაჟინებით მოითხოვს თეირანის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას. თეირანი უარს ამბობს შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. პრეზიდენტი ბუში და ქალბატონი მერკელი ამას გარდა ისაუბრებენ ავღანეთის, ერაყის, ახლო აღმოსავლეთისა და საერთაშორის ვაჭრობის საკითხებზე. ქალბატონი მერკელის ვიზიტი მოსდევს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე კვირას პირველად ეწვია ვაშინგტონს. ამ ორი ევროპული სახელმწიფოს ლიდერების ვაშინგტონში ვიზიტი მიუთითებს ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საფრანგეთსა და გერმანიასთან.

XS
SM
MD
LG