ერაყის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ბაღდადში განხორციელებულ რამდენიმე აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ოცზე მეტი კაცი.
ერთ-ერთი აფეთქება ქალაქის ცენტრალურ კარადას უბანში მოხდა. შედეგად მიკროავტობუსში მსხდომი სამი მგზავრი დაიღუპა.
ბაღდადის სამხრეთში მდებარე ზაფარიას უბანში კი ორი ბომბი ააფეთქეს. ამ ტერაქტს ასევე სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მეორე ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც პირველი აფეთქების გამოსაძიებლად ადგილზე პოლიცია მივიდა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, წმინდა ქალაქ კარბალაში, პოლიციამ შეიარაღებულ ფორმირებასთან შეტაკებისას ექვსი შიიტი მეამბოხე მოსპო.
ხოლო ბაღდადში პარლამენტის მთავარი სუნიტური ბლოკის ლიდერის ადნან ალ-დულაიმის მრჩეველი აჰმედ ალ-მაშჰადანი მოკლეს.