ერაყის ვიცე პრეზიდენტი თურქეთს ჩავიდა რათა დაარწმუნოს თურქეთის მთავრობა არ განახორციელოს საბრძოლო ოპერაციები ქურთ მეამბოხეთა ბაზებზე ერაყის ჩრდილოეთში. თურქეთის მთავრობა ცდილობს პარლამენტის თანხმობა მიიღოს ამ ოპერაციის დაწყებაზე. არ არის გამორიცხული რომ პარლამენტმა ამ საკითხს ხვალ უყაროს კენჭი.
ერაყის ვიცე პრეზიდენტი ტარიკ ალ ჰაშიმი თურქეთის პრემიერ მინისტრს რეჯიბ ტაიპ ერდოღანს ხვდება. ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა ალი ალ დაბაღმა თურქერთს დაჟინებით მოუწოდა არასამხედრო ზომები გამოიყენოს რათა აღიკვეთოს ქურთ მეამბოხეთა თავდასხმები თურქეთის სამხრეთში. ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი დღეს საგანგებო სხდომას ატარებს მის თანაშემწეებთან რათა შექმნილი სიტუაცია განიხილონ. ამ ორი კვირის განმავლობაში როგორც თურქეთი აცხადებს ქურთმა მეამბოხეებმა მთელი რიგი თავდასხმები მოაწყვეს თურქეთში, რასაც 30 ჯარისაკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. სპეციალისტებს მიაჩნიათ რომ თურქეთის ეს გეგემები თურქეთის მეზობელი სახელმწიფოების შეშფოთებას იწვევს. ჩვენთან საუბარში თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა ჩემილ ჩიჩეკმა განაცხადა რომ ამგვარი შეშფოთება საფუძველსაა მოკლებული. მისი თქმით:
ამ ოპერაციის სამიზნე მხოლოდ და მხოლოდ ქურთი ტერორიტები არიან და მისი მიზანია შეწყდეს მომავალში სისხლისღვრა.
ამჟამად ადგილი აქვს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას თურქეთზე არ მიმართოს ამ გეგმების განხორციელებას. ვაშინგტონი დაჟინებით მოუწოდებს ოფიციალურ ანკარას ერაყის მთავრობასთან ერთად იღვაწოს რათა მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს ეს პრობლემა.
ამ კონტექსტში მეორესმხრივ საგულისხმოა ის რომ თურქეთის მთავრობა ერთობ რთულ მდგომარეობაშია ჩაყენებული რადგანაც მოსახლეობა მისგან გადამწყვეტი ზომების მიღებას ითხოვს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ.