ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტულ რეგიონებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებაში დიდი წვლილი მიუძღვით


ექსტერტები თვლიან, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ხელახალი გაუარესება კოდორში 20 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა დღეს თბილისსა და მოსკოვს შორის ახალი დაპიორისპირების მიზეზებს სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში განიხილავს.

მასთან საუბარში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი აცხადებს, რომ ორივე რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში რჩება, თუმცა იქ ძლიერი სეპარატისტული მოძრაობები შეიმჩნევა. “აფხაზები, მათივე განცხადებით, დამოუკიდებლობას ესწრაფვიან. საერთაშორისო საზოგადოება მათ მოთოხვნებს არ იზიარებს. საქართველოს მთავრობის კონტროლი კი ამ ტერიტორიის დიდ ნაწილზე არ ვრცელდება.” ამბობს ამერიკელი ექსპერტი.

ლეგვოლდის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სხვა მიზანი ამოძრავებს. განსხვავებულია მისი მიდგომაც: “ეს ისევდაისევ სეპარატისტული მოძრაობა და სეპარატისტული მთავრობაა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის კონტროლი გარკვეულ ნაიწლებში ვრცელდება, მათ შორს დიმიტრი სანაკოევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც, თუმცა კოკოითის მთავრობა რუსეთზე არის ორიენტირებული. ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნა და სურვილი რუსეთთან შეერთებაა.”

თბილისსა და მოსკოვს შორის დაპირისპირების ერთერთი მთავარი მიზეზია რუსი სამხედროების ყოფნა ავხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თბილისის განცხადებით, ამ ჯარების ყოფნა სეპარატისტულ რეგიონებში კიდევ უფრო აძლიერებს სეპარატისტულ მოძრაობებ,. ამ ბრალდებას კი რუსები უარყოფენ. 20 სექტემბერს კოდორში მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი რუსი ოფიცერი დაიღუპა.

ოლგა ოლიკერი რუსეთის საკითხების ექსპერტია ვაშინგტონში მდებარე რანდის კორპორაციაში. მისი განცხადებით: “რუსების ინფორმაციით, სექტემბერში კოდორში ისინი ანტი ტერორისტულ წვრთნებს ატარებდნენ, ქართველები კი ამას ეჭვის თვალით უყურებენ და არ ესმით მათ ტერიტორიაზე მათ გარეშე ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს. ისე რომ არსებობს პრობლემები და განსხვავევები ორ მხარეს შორის.”

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ იგი სეპარატისტული რეგიონების შემოერთებას აპირებს. ოლიკერის განცხადებით, ეს მიდგომა რუსეთს აღელვებს:

“რუსეთს მიაჩნია, რომ სააკაშვილის მთავრობა პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს და ასევე პროვოკაციულ მოქმედებებს სჩადის, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ამ ორი რეგიონის შემოერთების შესახებ აკეთებს განცხადებებს. ამ ტერიტორიებზე რუსები ცხოვრობენ და რუსეთმა იქ მცხოვრებ ყველა ეროვნების წარმომადგენლებს რუსული მოქალაქეობაც კი შესთავაზა. ამავე დროს, რუსეთი შეშფოთებულია იმ შესაძლებლობით, რომ საქართველოში კრიზისი მოხდება ორივე რეგიონთან მიმართებაში და რუსეთს არანაირი სხვა არჩევანი არ ექნება თუ არა იქ სამხედრო ჩარევა. ამიტომაც, საქართველო მათ უსაფრხოებას უქადის მუქარას.” -ამბობს ოლიკერი.

და ბოლოს, ჩვენი ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული ინტეგრაცია საქართველოს ფარგლებში ჯერ კიდევ შორი პერსპექტივაა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამერიკის ხმის კორესპონდენტის ანდრე დე ნეშნერას ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.

XS
SM
MD
LG