ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკოლა სარკოზი ვლადიმირ პუტინს ხვდება


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. მხარეები განიხილავენ ირანის ბირთვულ პროგრამასა და სხვა საკითხებს.

ეს პრეზიდენტ სარკოზის პირველ ვიზიტია საფრანგეთის ლიდერის რანგში. ნიკოლა სარკოზი, შეგახსენებთ, რომ რუსეთის ადამიანის უფლებების სიტუაცია გააკრიტიკა და მოსკოვს ბრალი დასდო გაზისა და ნავთობის რეზერვების ხარჯზე ევროპელი მეზობლების დატერორებაში.

ბატონი სარკოზი ასევე გამოდის მოწოდებით ირანის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები დაწესდეს თეირანის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ. ამ პოზიციის ბატონი სარკოზი ფაქტობრივად ვლადიმერ პუტინის ოპონენტი ხდება. მოსკოვი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით დეპლომატიურ გზებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

ნიკოლა სარკოზიმ, როსიისკაია გაზეტასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არავის უნდა შეეპაროს ეჭვი საფრანგეთIს სერიოზულობასა და მის გადაწვეტილებაში ირანის საკითხის ირგვლივ.

ამ ფონზე, რუსეთის მედიის ინფორმაციით, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერები ერაყის, ლიბანის, კოსოვოსა და დარფურის საკითხებსაც განიხილავენ.

XS
SM
MD
LG