ჩრდილოეთ ვაზირისტანის მოსახლეობა ტოვებს თავის საცხოვრებელ სახლებს მას შემდეგ რაც პაკისტანის ავიაცია უკვე მეოთხე დღეა ბომბავს ამ რეგიონს, სადაც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს პაკისტანის არმიასა და მოჯახედებს შორის.
ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში დაწყებულმა ომმა უკვე 250 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვითმხილველთა განცხადებით ქალაქ მირ ალის მახლობლად პაკისტანის ავიაციის თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
პაკისტანელი სამხედროების მტკიცებით ვაზირისტანში მიმდინარე ბრძოლების შედეგად 150 მეამბოხე და 45 ჯარისკაცი დაიღუპა.