ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს წარმომადგენელი ბირმის სახელმწიფო მეთაურს შეხვდა


იბრაჰიმ გამბარი გენარლ თან შვეს დღეს ნაიპიტაუში შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ბატონი გამბარი რანგუნს დაბრუნდა და მეორედ შეხვდა შინა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერს აუნგ სანსუჯის. ამ შეხვდერის შემდეგ ბატონი გამბარი გაემგზავრა ბირმიდან.

სპეციალისტებს მიაჩნიათ რომ ბირმის მეთაურთან შეხვედრისას იგი გამოიყენებდა მის ზეგავლენას რათა შეჩერდეს ა საპოტესტო აქციებში მონაწილეთა დარბევა, გაათავისუფლონ დაკავებულები და კონკრეტული ზომები გატარდეს რათა ბირმაში დაიწყოს დემოკრატიული რეფორმების გატარება.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი მიაღწია თუ არა ამ მიზნებს ბატონმა განბარიმ გენერალ შვესთან შეხვედრისას. ამ ფონზე ადამიანთა უფლებათა დაცვის გაეროს განყოფილებამ ჟენევაში დაიწყო ბირმაში შექმნილი მდგომარეობისადმი მიძღვნილი საგანგებო სხდომა. ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს გაეროსაგან დაჰგმოს ბირმის მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალისმიერი მეთოდებით დარბევა.

XS
SM
MD
LG