ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმაში საპროტესტო აქცია დაარბიეს


რანგუნში თვითმხილვლთა განცხადებით პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. მანიფესტაციაში ორ ათასზე მეტი კაცი მონაწილეობს. ჯერ-ჯერობით არ არის ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ბირმის მთავრობის განცხადების თანახმად გუშინ დემონსტრანტებთან შეტაკების შედეგად პოლიციის რაზმებმა ცხრა კაცი მოჰკლეს.

დაჭრილია 11 ადამიანი. დახოცილთა შორის არის იაპონელი ჟურნალისტი. დაუდასტურებელი მონაცემებით დაიღუპა ერთი ბუდისტი ბერი. სანამ ცეცხლს გახსნიდნენ პოლიციამ გაფრთხილება მისცა მანიფესტაციაში მონაწილეთ, რომ დაშლილიყვნენ. პოლიციამ ამას გარდა ბუდისტთა მონასტრებში რეიდები მოაწყო. დაკავებულიასი ბერი.

XS
SM
MD
LG