დღეს ყოველწლიურ აღლუმზე, რომელიც 1980-1988 წლებში მიმდინარე ირან ერაყის ომს ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. მან განაცხადა რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ომით მუქარა და სანქციები ქვეყნის ბირთვული პროგრამის განვითარებას ვერ შეაჩერებს.
ირანის პრეზიდენტის გამოსვლას წინ უძღოდა ვაშინგტონში დიპლომატთა შეხვედრა, რომელზეც ირანის მიმართ გაეროს ახალი და გამკაცრებული სანქციების შემოღების საკითხზე იმსჯელეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა რომ დიპლომატებმა შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და გრემანიიდან სანქციების დეტალები განიხილეს. ამავე განცხადების თანახმად კონფერენციაზე ასევე ირანთან მოლაპარაკების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.