ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამაბადში პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფის ოპონენტებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს


აქცია უზენაესი სასამართლოს შენობის წინ გაიმართა. მანიფესტაციაში მონაწილენი აპროტესტებენ პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფის გეგმებს მეორე ვადით დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე და შეინარჩუნოს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ ქვეყნის უმსხვილესი რელიგიური პარტიის ჯამაათ ეისლამისა და რამოდენიმე სხვა შედარებით მცირე პარტიის წარმომადგენლები.

აქციის დროს უზენაესი სასამართლო იხილავდა პრეზიდენტ მუშარაფის მეორედ არჩევის საკითხს. სასამართლოდ დადგენილება ამ საკითხზე მომავალ კვირას უნდა გამოიტანოს. გენერალი მუშარაფი აცხადებს, რომ სურს თავისი კანდიდატურა წამოაყენოს ექვს ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში და ამტკიცებს, რომ თუ იგი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე იგი დათმობს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტს.

XS
SM
MD
LG