ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ომის ერთ ერთ მსხვერპლად რწმენის თავისუფლებაც სახელდება


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყში მოთარეშეთა მიერ გამოწვეული ძალადობის ტალღა ხალხს რელიგიური რიტუალების განხორციელებასი უშლის ხელს:

„რელიგიური შეურიგებლობა იმ რეალურ პრობლემას წარმოადგენს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ”. ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის რწმენის თავისუფლებათა საერთაშორისო მასშტაბში მეთვალყურე ბატონი ჯონ ჰენფორდი.

ანგარიშში არამუსლიმანურ ქვეყნებში არსებული მდგომარეობაცაა განხილული. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უტყუარი ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში რელიგიურ ნიადაგზე მრავალ ადამიანს აწამებენ და ხოცავენ. ყველაზე ძლიერ ჩინეთში ფანლუნ გონგის სექტას დევნიან.

ბატონი ჰენფორდი აგრეთვე ირანს სდებს ბრალს რალიგიური უმცირესობების ძლიერ დისკრიმინაციაში:

„ირანის რეჟიმი ბაჰაის რწმენის მიმდევრების წინააღმდეგ რეპრესიის ულმობელ ზომებს ატარებს. ირანში თითქმის ყველა არაშიიტს, მათ შორის სუფი მუსლიმებს, ქრისტიანთა ზოგ ჯგუფსა და ებრაელებს შიშის ქვეს უწევთ ცხოვრება”. არნიშნა ბატონმა ჰენფორდმა.

ანგარიშის მიხედვით, ვიეტნამსა და საუდის არაბეთში რელიგიური თავისუფლებების ფონის გაუმჯობესება აღინიშნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემზადებული ანგარიში 2001 წლის 11 დეკემბრის ტერაქტის მეექვსე წლისთავის აღნიშვნიდან, ექვსი დღის თავზე გამოქვეყნდა. სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ აუცილებელია ბრძოლა გამუოცხადდეს რელიგიური შეუმწყნარებლობის იდეოლოგიას:

„როდესაც ამ ტრაგედიას ვიხსენებთ, გამოქვეყნებული ანგარიშის დიდ მნიშვნელობასაც ვხვდებით, ჩვენ ვააშკარავებთ იმ ქვეყნებს სადაც მოქალაქეები რწმენის ნიადაგზე დისკრიმინაციას განიცდიან. ვააშკარავებთ ხელისუფლების მხრიდან ცენზურას, ზიზღით გამოწვეულ დანაშაულებს”. აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გამოქვეყნება მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის და ებრაელთა დღესასწაულების დასაწყისსაც ემთხვევა. ანგარიშში მოყვანილია იმ ქვეყნების სია სადაც ხალხის წინააღმდეგ ინტენსიური რეპრესიები ხორციელდება და ამ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესაძლებლობა არსებობს. ამ სიაში პირველ ადგილზე ირანია, მას ჩინეთი, ერიტრეა, ბირმა და ჩრდილოეთ კორეა მოჰყვებიან.

XS
SM
MD
LG