ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრობლემები კონფლიქტურ ზონაში


რამდენიმე ხნის წინ სამხრეთ ოსეთში, კონფლიქტურ რეგიონში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. მსგავსი ინციდენტი გუშინაც მოხდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მსხვერპლი არა ჟურნალისტები, არამედ რიგითი მოქალაქეები აღმოჩნდნენ. გია ხნიადაშვილი და ვაჟა მიტოტაშვილი ნაცემები აღმოჩნდნენ, რუსმა სამშვიდობოებმა ისინი ცხინვალის მიმართულებით ჯავშან მანქანით გადაიყვანეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ორივე მათგანს თვალები ქონდა ახვეული. ტაქსის მძღოლი და მისი მგზავრი კონფლიქტის ზონაში მდებარე საგუშაგოზე დააკავეს. სამშვიდობოებმა გია ხნიადაშვილსა და მის თანმხლებ პირს საბუთები მიწაზე დაუყარეს და შემდეგ ცემა დაუწყეს. ორივე დაკავებული ქართველ სამართალდამცავებს გუშინ საღამოს გადასცეს. საინტერესო ის არის, რომ მეღვრეკისის საგუშაგო, იქ სადაც ქართველები დააკავეს, არის სადამკვირვებლო საგუშაგო და იქ რუს სამშვიდობოებს საბუთების მოთხოვნის უფლება არ ქონდათ. თუ არაფერს ვიტვით იმის შესახებ, რომ ქართველების ცემის უფლება მათთვის არავის მიუცია. დაკავებული ქართველები 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ცხინვალში და ბლოგპოსტზე. ისინი რუსი სამშვიდობოების სარდალმა კულ ახმეტოვმა თავად დააბრუნა. რუსმა სამშვიდობოებმა გია ხნიადაშვილის მერსედესის ტიპის მანქანა ოდნავ მოგვიანებით დააბრუნეს. რუსები საპირისპიროს ამტკიცებენ, მათი თქმით ქართველები სწორედ რუსი სამშვიდობოების ცემის გამო დააკავეს. გამართულ ბრიფინგზე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მათი დაკავების უკანონობაზე ისაუბრა.

დავით ბაქრაძე – ამ სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს არა აქვთ უფლება აწარმოონ მოქალაქეთა შემოწმება და დაკავების უფლება. ასე, რომ მათი ქმედება იყო უკანონო.

- დეფაქტო ხელისუფლება რუსი ცისფერჩაფხუტიანების ქმედებას ბუნებრივია ამართლებს. ოსური მხარის ვერსია ტრადიციულად რუსულს ემთხვევა. ქართველების დაკავების ფაქტს რეაქცია საქართველოს პარლამენტშიც მოჰყვა, სადაც რუსი სამშვიდობოების გაყვანას უკვე დიდი ხანია ითხოვენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია აცხადებენ.

კოტე გაბაშვილი – საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანების მოტაცება არ შეიძლება.

გიგა ბოკერია – ქართული სახელმწიფო ასეთ ქმედებებს არ ტოვებს რეაგირების გარეშე. საერთო ჯამში კი ეს უკანასკნელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ კოკოითის რეჟიმი არ უნდა გაგრძელდეს.

- მსგავსი შემთხვევა კონფლქტურ ზონაში, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ იშვიათი არ არის. ბოლო პერიოდში კი შესამჩნევად გახშირდა ქართველების დაკავება და გატაცება. ამ დროს კი ცხინვალში ადგილობრივ მოსახლეობას თბილისიდან მოსალოდნელი ტერაქტებით აშინებენ. ედუარდ კოკოითი ცხინვალელებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და უცხო საგნების შემჩნევის შემთხვევაში უშიშროებას მიმართონ. დეფაქტო პრეზიდენტის ზრუნვის მთავარი ობიექტი მომავალი თაობაა, კოკოითი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ცხინვალის საშუალო სკოლების პედაგოგებს ესაუბრებოდა. საუბარში ის არ ერიდება და იმ ბავშვებს აკრიტიკებს, ვინც ამ ზაფხულში აჭარაში დაისვენა და იქვე აცხადებს, რომ ეს ბავშვები ახალ სასწავლო სეზონზე სკოლაში არ დაიშვებიან. ასევე შესაძლებელია სასწავლო წლის თარიღიც გადაიდოს. სკოლებში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც საინფორმაციო საშუალებებმა კოკოითისა და მისივე უშიშროების კომიტეტის მიმართვა გაავრცელეს. მიმართვა სადაც სწორედ ამ ამოუცნობი და უცხო საგნების აღმოჩენის შესახებ საუბრობს და სადაც ასევე ნათქვამია, რომ საქართველო სახელმწიფოებრივ ტერორს კვლავ განაგრძობს, არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ სხვა მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგაც. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების დარგში დავით ბაქრაძე კოკოითის ამ უკანასკნელ განცხადებას, მისივე სისუსტის გამომჟრავნებათ აფასებს. დაახლოებით მსგავსი დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარე დავით ზურაბიშვილს.

დავით ზურაბიშვილი – ის ცდილობს ყველანაირად, დააჯეროს მოსახელობა, რომ ქართველები დღეს ან ხვალ მათ თავს დაესხმიან. რისი საშუალებითაც ის ცდილობს კონსოლიდაციის მოხდენას იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამინებისა, რომელსაც თავად აკონტროლებს.

- კოკოითის ბრალდებას ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, მათიას იორშიც გამოეხმაურა, რომელმაც შეხვედრები გამართა ისევე როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე პარლამენტში. მათიას იორში ამ დღეებში თავად ჩავა ცხინვალსა და სოხუმში და გაესაუბრება მხარეებს და როგორც თავად აცხადებს, მისი რჩევა მოლაპარაკებათა პროცესში ჩართვა იქნება.

XS
SM
MD
LG