ავღანეთის ღაზნის პროვინციის გუბერნატორი მერაჯუდინ პატანი, აცხადებს, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებმა თალიბთა ლიდერი მულა მატენი მოჰილეს, რომელიც ივლისში ქრისტიანული ორგანიზაციის23 სამხრეთ კორეელი თანამშრომელის გატაცებისთვის არის პასუხისმგებელი. “ჩვენმა პოლიციის ძალებმა ალყა შემოარტყეს იმ ტერიტორიას და ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს, რომელიც კორეელების გატაცებისთვის იყო პასუხისმგებელი. იგი მოკლული იქნა ისევე როგორც ორგანიზაციის 16 სხვა წევრი.” დაპირისპირებისას სადაც მატენი და სხვა მეამბოხეები დაიღუპნენ, ავღნაეთის უშიშროების ძალებს ამერიკული კოალიცია უჭერდა მხარს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზემარაი ბაშარიმ განაცხადა რომ მულა მატენი მთავარი ფიგურა იყო სამხრეთ კორეელების გატაცების საქმეში. ავღანეთის უშიშროების და კოალიციის ძალები თალიბი მოთარეშეების წინააღმდეგ შეტევას აგრძელებენ. 40ზე მეტი მეამბოხე იქნა მოკლული კოალიციის ძალებთან ჰელმანდისა და ჩრდილოდასავლეთის ნურისტანის პროვინციებში მომხდარი ბრძოლებისას. ყანდაარის რაიონში, ავღანეთის არმიასა და კოალიციის ძალებზე განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმისას, ათზე მეტი მეამბოხე იქნა მოკლული. 5თ საათიანი დაპირისპირებისას, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა ავღანური არმიისა ან კოალიციის ძალების შემადგენლობიდან. აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები კოალიციის ძალების შემადგენლობაში ტერორისტებს უპირისპირდებიან ავღანეთში: “ალბათ გახსოვთ, რომ გასულ ზამთარს ბევრი თალიბების ახალ შეტევას წინასწარმეტყველებდა გაზაფხულზე და ასევე კეთდებოდა პროგნოზები თუ როგორ აპირებდნენ მეამბოხეები გადაჯგუფებას და ახალი თავდასხმების განხორციელებას ავღანეთში. გაზაფხულზე იყო ახალი შეტევა, მაგრამ მას ამერიკული კოალიცია, ნატო და ავღანური ჯარები ხელმძღვანელობდნენ.” ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, აცხადებს პრეზიდენტი ბუში. მისი განცხადებით, ამ პროცესში სულ უფრო დამატებითი ავღანური ჯარები იღებენ მონაწილეობას.
პოპულარული
1