ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ამერიკულმა სამხედრო კონტინგენტმა გაათავისუფლა ირანის რვა მოქალაქე


ამერიკული კონტინგენტის პრესცენტრის განცხადების თანახმად ისინი მოკლე ხნით დააკავეს დაკითხვისათვის რადგანაც მათ ავტომობილში იარაღი აღმოაჩინეს. იქვე ნათქვამია რომ ამ ირანელთა შორის ორს დიპლომატიური პასპორტები აქვს.

ისინი დღეს დილას ერაყის ოფიციალურ პირებს გადასცეს.

განცხადების თანახმად 4 ავტომობილი რომელშიც დაკავებული ირანელები ისხდნენ, ისევე როგორც 7 ირანელი მოქალაქე, ბაღდადის შორიახლოს ერთერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

კომფისკებულია ერთი ავტომატი და სხვა სახის იარაღები, რომლებიც ავტომობილებიდან ამოიღეს. ამის შემდეგ იქვე განლაგებულ შერატონის სასტუმროდან ამოიღეს ამ პირების კუთვნილი კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და ჩანთა რომელიც გავსებული იყო დოლარებითა და სხვა ქვეყნების ფულადი ერთეულებით.

მოგვიანებით დადგინდა რომ ერაყელები რომლებიც თან ახლდნენ ირანელებს იყვნენ დაცვის მუშაკები რომლთაც შესაბამისი დოკუმენტები აღმოაჩნდათ, თუმცა არ ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება.

XS
SM
MD
LG