ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში უკვე მეხუთე დღეა სტიქია მძვინვარებს


ხანძარში, რომელიც ხუთშაბათს გაჩნდა დაუზუსტებელი მონაცემებით 63-ი ადამიანი დაიღუპა. ხანძარმა გააცამტვერა ათასობით ჰექტარი ტარიტორია. ევაკუირებულია ასობით სოფლის მაცხოვრებელი. პელოპონეზის ნახევარკუნძულზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. უნალექობას თან ერთვის ქარი, რაც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს. პოლიციამ შვიდ კაცს ხანძრის გაჩენის ბრალდება წაუყენა. დადგენილია ერთ ნახევარი მილიონი დოლარის ჯილდო ინფორმაციისათვის იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ხანძრის გაჩენაზე. ბერძენ მეხანძრეებს დახმარებას უწევენ კოლეგები ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხანძრის ლიკვიდირებაში ჩართულია სპეც-თვითმფრინავები და შვეულმფრენები.


XS
SM
MD
LG