ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთი დიდ შეცდომას დაუშვებს თუ ახალი ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებაზე დათანხმდება


რუსი სამხედროების განცხადებით ჩეხეთი დიდ შეცდომას დაუშვებს თუ ახალი ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებაზე დათანხმდება.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ პრაღას საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეერთებულ შტატებში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ურჩია.

ეს განცხადება ბალუევსკიმ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მარტინ ბარტეკის განცხადებით ჩეხეთს არ მიუცია საბოლოო დასტური საკუთარ ტერიტორიაზე რადარის მშენებლობის შესახებ, რომელიც პოლონეთში განალაგებულ რაკეტსაწინაღო სისტემებს მოემსახურება.

პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ აღნიშნული სისტემა ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის განეიტრალებას ისახავს მიზნად, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას რომ ცენტრალურ ევროპაში თანამედროვე ამერიკული შეიარაღების განლაგება გამალებული შეიარაღების ახლ ტალღას გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG