ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთ ტერაქტს ჰქონდა ადგილი ერაყში


ოფიციალური განცხადების თანახმად გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა მუტანას პროვინციის გუბერნატორი, მოჰამედ ალი ალ ჰასანი.

დაიჭრა მისი სამივე მცველი. ჰასანი ერაყის შიიტთა წამყვანი პოლიტიკური პარტიის ერაყის ისლამური უზენაესი საბჭოს წევრია.

მიმდინარე თვეს კიდევ ერთი პროვინციის გუბერნატორი და ამ პარტიის ერთერთი წევრი მოჰკლეს. ამ ფონზე სირიას სამდღიანი ვიზიტით ეწვია ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი.

ვიზიტის მიზანია გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირი ამ ორ სახელმწიფოს შორის. ერაყისა და სირიის ლიდერების შეხვედრისას მიმოიხილავენ ერაყში შექმნილ მდგომარეობას.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მიიღო მალიკის მიწვევა ერაყში ვიზიტზე. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ როდის ეწვევა აჰმადინეჟადი ერაყს.

ბაღდადში უკვე მეორე დღეა იმყოფება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუჩნერი. იგი უკვე შეხვდა ერაყის პრეზიდენტს ჯალალ თალაბანის.

XS
SM
MD
LG