ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

   სამხრეთ კორეა წყალდიდობით დაზარალებულ ჩრდილოეთ კორეისთვის 7,5 მილიონი დოლარის დახმარების აღმოჩენას აპირებს


სამხრეთ კორეა წყალდიდობით დაზარალებულ ჩრდილოეთ კორეისთვის 7,5 მილიონი დოლარის დახმარების აღმოჩენას აპირებს. სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენელის ლი ჯაი-ჯონგის განცხადებით ეს დახმარება სტიქიით დაზარალებულთათვის სამხრეთ კორეელთა ძმური სიყვარულის გამოხატულებაა. მედიკამენტებს, საკვებს და სასმელ წყლის მარაგს ჩრდილოეთ კორეაში მომავალ კვირას გააგზავნიან.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადების თანახმად ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა და სახნავი მიწების 11% გაანადგურა. წყალდიდობისგან დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა სამხრეთ კორეელი სპეციალისტების აზრით მსხვერპლს რიცხვი 83-დან 300-მდე უნდა მერყეობდეს.

XS
SM
MD
LG