ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლელი ექსპერტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების  შესახებ


რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად რუსულმა მოიერეშე თვითმფრინავმა შიდა ქართლის რეგიონში მართვადი “ჰაერი-ხმელეთის”ტიპის რაკეტა ჩამოაგდო. რუსეთი უარყოფს ამ ბრალდებას. 7 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ განუცხადა როიტერს, რომ “აშშ-ი გმობს ნებისმიერი სახით თავდასხმას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე”. რას ფიქრობენ დასავლელი ექსპერტები ამ ინციდენტის თაობაზე. როგორ იმოქმედებს ეს ინციდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. ამ კითხვაზე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის დირექტორი, პოლიტიკური მიმომხოლველი ბატონი სვანტე კორნელი ქეთი გაბუნიას ინტერვიუში პასუხობს:

-სარადარო და სათანამგზავრო ტექნიკური ინფორმაციიდან აშკარად იკვეთება ის, რომ თვითმფრინავებმა საქართველოს საზღვარი რუსეთის მხრიდან დაარღვიეს. ეს კარგად უწყიან დასავლეთის ლიდერებმა, რადგანაც მათ ისევე მიწვდებათ ხელი ამ ინფორმაციაზე, როგორც საქართველოს ხელმძღვანელობას. ასე, რომ ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ ინფორმაციის სისწორეში. და როგორც თქვენ სწორად შენიშნეთ ეს ინცინდენტი კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც სცორედ ამაზე იყო გათვლილი. რასაკვირველია ეს ართულებს რუსეთ-საქრთველოს ურთიერთობის ნორმალიზებას. არ არის გამორციხული, რომ ინცინდენტის მიზანი იყო საქართველოს პროვოცირება დაუფიქრებელ ნაბიჯზე. უნდა ითქვას, რომ საქრთველოს ხელმძღვანელობამ ამ პრობლემას პროფესიონალურად გაართვა თავი. გააცნო რა ფართო საზოგადოებრიობას მხოლოდ ფაქტები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია.

კითხვაზე თუ რას უნდა მიმართოს დასავლეთმა, იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები რუსეთის მხრიდან ბატონმა სვანტე კორნელმა გვიპასუხა:

-ამ ინცინდენტით რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საქართველოს შინაგან საქმეებში. ალბათ გახსოვთ ამ რამოდენიმე თვის წინ ზემო აფხაზეთში მომხდარი ინცინდენტი, რაზეც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ პრაქტიკულად არავითარი რეაქცია არ მოახდინა. და იმის გამ, რომ დასავლეთის მხრიდან არანაირ რეაქციას არ ჰქონდა ადგილი რუსეთმა დაასკვნა, რომ რომ მას მწვანე შუქი მისცეს საქართველოს შინაგან საქმეებში ჩარევაზე და რომ დასავლეთი კვლავაც აირჩევდა დუმილის პოლიტიკას. ასე რომ დასავლეთის მხრივ პასიურობა კიდევ უფრო აქეზებს რუსეთს იმაზე, რომ გააგრძელოს თავის აწმყო პოლიტიკა საქართველოს მიმართ. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები კონფლიქტის ზონების მიღმა უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე იჭრებიან. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს უკვე კოდორისა და პანკისის ხეობების მთები აღარ არის. აქ საქმე გვაქვს თავდასხმასთან, რომელიც თბილისიდან არც თუ ისე შორს მოხდა. აქედან გამომდინარე საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უნდა დაჰგმოს რუსეთის ეს მოქმედება, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიას წარმოადგენს. დასავლეთმა უნდა გაიაზროს ის, რომ ეს მარტო საქართველოზე განხორციელებული დავდასხმა კი არ არის, არამედ აგრესიის ეს აქტი წარმოადგენს იმ ძირეული პრონციპების უხეშ ხელყოფას, რომელსაც ევროპული ქვეყნების უშიშროება ეფუძნება.

XS
SM
MD
LG