ერაყში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ბაღდადში გზის პირას ჩადებული ჯავშანსგამტანი ჭურვის აფეთქების შედეგად აფეთქდა ავტომობილი. აფეთქებამ იმსხვერპლა ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე, არიან დაჭრილებიც.
ამერიკის ოფიციალური პირები ირანს ბრალს სდებენ ერაყში შიიტი მეამბოხეების ჯავშანსგამტანი ჭურვებით მომარაგებაში, თუმცა თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
ბაღდადში მიმდინარეობს მოლაპარაკება შეერთებული შტატებისა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის, ერაყის უშიშროების საკითხებზე.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამერიკელი, ირანელი და ერაყელი ექსპერტები ერაყში სტაბილურობის დამყარებისა და რეკონსტრუქციის პროცესში პირველად თანამშრომლობენ.
ამის ფონზე ამერიკის შეიარაღებული ძალების ოფციალური პირები აცხადებენ რომ ქალაქ ტიკრიკში, მოსულში და ბაიჯიში განხორციელებული სამხედრო რეიდის დროს დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ალყაიდას 15 წევრი.
ამავე განცხადების თანახმად კოლაიციურმა ძალებმა დიალას პროვინციის ჰად მაკსარის რაიონში განხორციელებული სამდღიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ აღმოფხვრეს მეამბოხეთა თარეში.