ავღანეთის ღაზნის პროვინციაში, იქ სადაც სამხრეთ კორეელი მძევლები ჰყავთ გატაცებული, ავღანელმა სამხედროებმა საინფორმაციო ფურცლები ჩამოაგდეს თვითმფრინავებიდან, და გაფრთხილება გააკეთეს შესაძლო სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე.
პროვინციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საინფორმაციო ფურცლები პროვინციის რამდენიმე რაიონში გავრცელდა.
თუმცა ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ოპერაცია, რომელზეც საინფორმაციო ფურცლებშია ლაპარაკი, მორიგი სამხედრო რეიდია და რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს მძევლებთან.
მოთარეშეების მიერ ბოლო ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ დღეს დილას, არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება მძევლების ბედის შესახებ.
თალიბები, მძევლების მოკვლით იმუქრებიან თუ ავღანეთის მთავრობა პატიმრებს არ გაათავისუფლებს მძევლების დახსნის სანაცვლოდ.
თალიბმა მოთარეშეებმა უკვე სიკვდილით დასაჯეს ორი სამხრეთ კორეელი მძევალი. სეულში კი, მძევლების ნათესავები ამერიკის საელჩოს დახმარებისთვის მიმართავენ მოლაპარაკებების პროცესში.