ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები გმობს ტერორისტულ აქტებს


შეერთებული შტატები გმობს ტერორისტულ აქტებს, მათ შორის მძევლების აყვანის პრაქტიკას, რომელსაც კოლუმბიის რევოლუციური არმია მიმართავს.

ეს ორგანიზაცია კოკაინის წარმოებაში ტრაფიკინგის მეთოდებს იყენებს და ათასობით მძევალი ჰყავს აყვანილი გამოსასყიდის მიღების მიზნით. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის ტომი სნოუს განცხადებით თეთრი სახლი მხარს უჭერს კოლუმბიის მთავრობის ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ და კოლუმბიის რევოლუციური არმიისაგან მძევლების განთავისუფლებას მოითხოვს:” მძევლების აყვანას არანაირი გამართლება არა აქვს. ჩვენ ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ კოლუმბიის ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძალღონეს არ დავიშურებთ გატაცებულთა განთავისუფლებისათვის.”

კოლუმბიის რევოლუციური არმიის განცხადებით მათ მიერ 2002 წელს გატაცებული 11 პოლიტიკოსი 18 ივნისს დაიღუპნენ, როდესაც დაუდგენელმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ იერიში მიიტანა კოლუმბიის ჯუნგლებში მდებარე რევოლუციონერთა ერთ-ერთ ბანაკზე. ცოლუმბიის პრეზიდენტი ალვარო ურიბე აცხადებს, რომ 18 ივნისს არმიას არანაირი სამხედრო ოპერაცია არ განუხორციელებია აღნიშნულ რაიონში და კოლუმბიელი პარლამენტარების სიკვდილი მთლიანად რევოლუციერი არმიის კისერზეა.

11 პოლიტიკოსის დაღუპვაში სახდეპის წარმომადგენელი ტომი სნოუ კოლუმბიის რევოლუციურ არმიას ადანაშაულებს:” ამ ადამიანების სიკვდილზე პასუხიმგებლობა ისევე როგორც სხვა დანარჩენი მძევლების მომავალ ბედზე მთლიანად რევოლუციერი არმიის მესვეურებს ეკისრებათ. ჩვენ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ყველა მძევალის, მათ შორის სამი ამერიკელის განთავისუფლებისაკენ მოვუწოდებთ.”

კოლუმბიის მთავრობის მონაცემებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რევოლუციურმა არმიამ 6500 ადამიანი გაიტაცა და ამჟამად 740 კაცი ჰყავს მძევლად აყვანილი, მათ შორის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის 3 თანამშრომელიც იმყოფება, რომლებიც 2003 წელს გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG