ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მსხვერპლის რიცხვი მაისის თვესთან შედარებით 35%-ით ნაკლებია


ერაყის შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების მონაცემებით, ერაყში გასულ თვეს 1200 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს ციფრი მაისთან შედარებით 35 პროცენტით ნაკლებია. მსხვერპლის კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაღდადში და ალ ანბარის პროვინციაში დამატებითი ამერიკული ძალები განლაგდნენ. გუშინ, ამერიკულმა ძალებმა ბაღდადის სადრის რაიონში 26 ეჭვმიტანილი მეამბოხე მოჰკლეს. ვიცე პოლკოვნიკმა ქრისტოფერ გარვერმა განაცხადა რომ რეიდები ირანულ ტერორისტულ ქსელთან დაკავშირებული მეამბოხეების წინააღმდეგ გატარდა. ამერიკელმა სამხედროებმა უარყვეს ირანის პოლიციისა და ექიმების განცხადება, რომ 26ივე მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, რომლებიც საკუთარ სახლებში ამოხოცეს.
XS
SM
MD
LG