დღეს პარიზში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ლიბანის პრემიერ-მინისტრს ფუად სინიორას შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის შინ მაკკორმაკის თქმით, ქალბატონმა რაისმა ლიბანის მთავრობას კიდევ ერთხელ გამოუხატა მხარდაჭერა. მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ლიბანის მთავრობისათვის ექსტრემიზმთან ბრძოლაში დახმარების აღმოჩენას. ბატონი სინიორა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან შესახვედრად ჩაბრძანდა.
გუშინ ლიბანში გაეროს სამშვიდობო კონტიინგენტის ესპანური ქვედანაყოფის ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა. სამი მათგანი კოლუმბიელი იყო. კოლუმბიელი მათი საპატრულო ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა.