ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ნატო და შეერთებული შტატები ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში დაადანაშაულა.
ჰამიდ კარზაის თქმით უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში დასავლეთის სამხედრო ალიანსის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ოპერაციების დროს 52 უდანაშაულო ავღანელი მოკლეს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით წელს ავღანეთში 230 სამოქალაქო პირი დაიღუპა პარტიზანებსა და დასავლეთის კოალიციურ ძალებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს.
დღეს ჰელმანდის პროვინციაში თალიბებმა ნატოს კიდევ ერთი ჯარისკაცი მოკლეს და 2 დაჭრეს.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადებით კი პაკისტანის საზღვრის მახლობლად ნატოს ავიაციამ 60-მდე თალიბი გაანადგურა.