ავღანეთის სამხრეთში, ნაღმზე ნატოს ჯარისკაცი აფეთქდა. ნატოს ალიანსი აცხადებს, რომ ავღანეთის სამხრეთში, ნაღმზე ერთი ნატოს ჯარისკაცი აფეთქდა. ამ აფეთქების შედეგად დაჭრილია ოთხი ჯარისკაცი. ამ ინფორმაციით, ინციდენტი დღეს მოხდა. დაღუპულისა და დაჭრილი ჯარისკაცების ეროვნების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებიათ. თუმცა ცნობილია, რომ ავღანეთის სამხრეთში ნატოს ეგიდის ქვეშ, ძირითადად ამერიკელები მოქმედებენ. გუშინ ყანდაარის პროვინციაში მომხდარ გზისპირა ნაღმის აფეთქებას, სამი კანადელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. 2002 წლიდან მოყოლებული დღემდე, საერთო ჯამში ავღანეთში სამოცი კანადელი სამხედროა დაღუპული. ავღანეთის ოფიციალური წრეები აცხადებენ, რომ ავღანეთისა და ნატოს ძალებმა ყანდაარის პროვინციაში მომხდარი ბრძოლისას ოცდაერთი თალიბი მოკლეს.
პოპულარული
1