ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფოებში თავისუფლებისა და კანონიერების არსებობა, საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მსოფლიოში კანონის უზენაესობის დაცვით მართვადი სახელმწიფოების რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად:

“ჩვენ ამას სხვა ქვეყნების მაგივრად ვერ გავაკეთებთ და არც უნდა ვაკეთებდეთ. ეს მათ არჩევანს და ინიციატივას უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ ჩვენ დახმარების გაწევა გვძალუძს. ეს პარტნიორობას ნიშნავს და არა პატრონობას. დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ საკუთარი ინტერესებისა და იდეალები გვამოძრავებს. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოებში თავისუფლებისა და კანონიერების არსებობა, საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. თავისუფლება აბსტრაქტული მცნება როდია. თავისუფლება ქვეყნის წარმატების საწინდარია. იგი სახელმწიფოს წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს”. თქვა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ვაჭრობა ამერიკის პოლიტიკის ის ნაწილია, რომელიც მთელს მსოფლიოში თავისუფლების გავრცელებას უწყობს ხელს:

“ვაჭრობა არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ პოლიტიკური ტრანსფორმაციის საწინდარიცაა. გლობალურ ეკონომიკასი ინტეგრაცია კარდახურული საზოგადოებების გახსნას ეხმარება. ეს ახალ დემოკრატიებს ხალხისათვის იმედის მიცემაში უწყობს ხელს. თანაც ეს ამ ქვეყნებს საერთაშორისო სისტემის კაპიტალის წილს მატებს. ეს სწორედ ისაა, რა ტიპის სავაჭრო გარიგებაც ჩვენმა კონგრესმა, პერუს, პანამის, კოლუმბიისა და სამხრეთ კორეის მიმართებაში უნდა მიიღოს. აზია ზალზე ჩქარა იცვლება. ლატინურ ამერიკაში, ზოგი ქვეყნის სათავეში მოსული დესპოტები, რეგიონის უკან, ავტორიტარული წყობისაკენ დაბრუნებას ლამობენ. თავისუფალი ვაჭრობის ხელსეკრულებები კი ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეებს რეგიონების დემოკრატიის ფორპოსტებად გახდომაში შეუწყობს ხელს. ეს აგრეთვე ხელს შეუწყობს გლობალურ სტაბილურობასაც”. არნიშნა ქალბატონმა რაისმა. მდივნის თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევასაც:

“კონგრესის სრული მხარდაჭერის დამსახურებით, პრეზიდენტმა ბუშმა მარშალის გეგმის შემდეგ მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო განვითარების გეგმის განხორციელება წამოიწყო. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ სხვადასხვა ქვეყნებისადმი აღმოჩენილი დახმარების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. ტროპიკული აფრიკის ქვეყნების სემთხვევასი ეს დახმარება ოთხჯერ გაიზარდა. აქ

ჩვენ დამსეულებს საკვებს ვაწოდებთ. ავადმყოფებს მედიკამენტებით ვამარაგებთ და ნებისმიერი მრწამსის მიმდევარ ბიჭუნებსა და გოგონებს განათლების მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ”. გააგრძელა ქალბატონმა რაისმა.

შეერთებული შტატების მიერ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებისათვის გაწეული დახმარება, მალარიასთან საბრძოლველად გამოყოფილ ერთ მილიარდ დოლარსა და ამერიკის მიერ შიდსთან, გლობალური მასშტაბით საბრძოლველად გამოყოფილი ოცდაათი მილიარდი დოლარის მნიშვნელოვან ნაწილსაც შეიცავს:

“მსოფლიოს ბევრ სირთულეს, ზოგი ქვეყანის შიგნით არსებული პრობლემა წარმოადგენს და არა სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა. ამიტომაც განვითარება მორალური იდეალიცაა და იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესსაც წარმოადგენს”. დაასრულა სახელმწიფო მდივანმა.

XS
SM
MD
LG