ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში პოლიციის ავტობუსის აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთში პოლიციის ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხიმგებლობა თალიბებმა იკისრეს. ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით პოლიციის აკადემიის ავტობუსს ინსტრუქტორები გაყავდა პოლიციის განყოფილებაში როდესაც ქაბულის ერთ-ერთ ხალხმრავალ უბანში აფეთქდა. დაღუპულთა უმრავლესობა ავღანელი პოლიციელები არიან. დაჭრილია 30-ზე მეტი ადამიანი. გარად ამისა ჰერათის და პაკტიას პროვინციაში ტალიბებთან შეტაკებისას კიდევ 5 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა. მოკლულია 11 მოთარეშე.
XS
SM
MD
LG