პრეზიდენტი ბუში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა, ცენტრალური ევროპის ყოფილ საბჭოთა სატელიტებში, ამერიკული რაკეტსაწინარო სისტემის განბლაგების გეგმამ გამოიწვია. ბატონმა პუტინმა ამერიკას რაკეტსაწინაღო სისტემის გამართვაში დახმარება და აზერბაიჯანში განლაგებული რადარის გამოყენება შესთავაზა:
“ამ შემთხვევაში სისტემა მხოლოდ ევროპის ერთ ნაწილს კი არა, არამედ მთელს კონტინენტს მოიცავს” აღნიშნა მან. შეერთებული შტატების რაკეტსაწინაღო სისტემა, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქვეყნებისაგან მთელი ევროპის დაცვას ვერ გასწვდება.
ბატონი პუტინი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის რადარის გამოყენება, ცენტრალურ ევროპაში სისტემების დადგმის აუცილებლობას მოხსნის. კრემლი აგრესიულად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეგმას, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთში ანტიბალისტიკური დაცვის მონტაჟს გულისხმობს.
რაკეტსაწინაღო სისტემის გამართვის შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი ევროპისათვის საკუთარი რაკეტების დამიზნებით დაიმუქრა. ბატონმა ბუშმა რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას საინტერესო უწოდა. მან გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი საკმაოდ ღია და შედეგიანი იყო:
“ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დისკუსიების გამართვას მოასწავებს. ეს ზალზე მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ ერთმანეთის პოზიციებზე ნათელი წარმოდგენის ქონა გვმართებს”. სთქვა ბატონმა ბუშმა.
პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ახალი წინადადების შესასწავლად, იგი და პრეზიდენტი ბუში ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
გაბალის რადარით სარგებლობისათვის რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიას იყენებს. პრეზიდენტმა პუტინმა ჟურმნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ იდეას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი გერმანიაში დიდი რვიანის სამიტის მსვლელობისას შეხვდნენ ერთმანეთს.