უკანასკნელ დროს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი განათლების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საშუალო სკოლებში ახალი დირექტორების ტესტირებას, შემდეგ ლოტოტრონის მეშვებოით სხვადასხვა სკოლებში გადანაწილებას და ამის შემდეგ არჩევას გულისხმობს. უკანასკნელი საკითხი ჯერ ისევ წინ არის. განათლების სამინისტრომ მოახდინა ტესტირება და შემდეგ გადანაწილება. საინტერესო ერთი საკითხია, რომელსაც პირველი უკამყოფილება მოჰყვა. რა ტიპის გამოცდა ჩაუტარდათ მომავალ დირექტორებს და რა იყო ამ ტესტირების დროს პრიორიტეტული გამომცდემლისათვის. ჩვენს კითხვას განათლების სამინსიტროს ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად 161-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიშა მინდაძეა, ადამიანი რომელმაც ნაწილობრივ რეფორმის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა, შემდეგ ტესტირება გაიარა და იმ ოც პროცენტშიც მოხვდა, რომელიც თავად ირჩევს მისთვის სასურველ სკოლას.
მიშა მინდაძე – ტესტირება რასაკვირველია უნდა იყოს, ოღონდ მეორე საკითხია, რამდენად ადექვატურად ჩატარდება ეს ტესტები. პირველად იყო ასეთი გამოცდები და მეტნაკლებად მისაღებია. იყო იმის შესაძლებლობა, რომ უფრო საინტერესო და მეტის მთქმელი ყოფილიყო ეს გამოცდა. ფაქტია, რომ შესაძლებელი იყო რამდენიმე კვირიანი მეცადინეობით მიგეხწია სასურველი შედეგისათვის და ნაკლებად მომზადებული, მაგრამ უფრო მისაღები პირი დარცენილიყო სკოლის ან კი ამ 20 პორცენტის მიღმა. მე პირადად არ მიმეცადინია არაფერში, ჩემს თავს დავუსვსი პირნციპული საკითხი – რა ვიცი და რას შემიძლია მივაღწიო ჩემი ცოდნით და გამოცდილებით. ეს პროცესი ჩემთვის საინტერესო იყო. შევძელი გავსულიყავი ამ 20 პროცენტში. თუმცა სინამდვილე, უმეტეს შემთხვევაში ასეთია: ერთმა შეიძლება ზეპირად იცოდეს კანონები და მეორეს უბრალოდ ქონდეს თუნდაც ამ კანონების ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებს.
- ყველაზე სამწუხარო, ალბათ, ის რეალობაა, რომ ტესტირების დროს პრიორიტეტული არ იყო მომავალი დირექტორების შრომითი გამოცდილება. ქონდათ თუ არა მათ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება, სკოლის მართვის და მასწავლებლობის გამოცდილება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტესტირების დროს, ცალსახად პრიორიტეტული იყო კანონების ცოდნა და უნარ_ჩვევების შესაძლებლობები. ამიტომ, ამ ახალი რეფორმის საფუძველზე ცხადი ხდება, ახალი თაობა კიდევ ერთი ქართული ექსპერიმენტის პროდუქტია, რომელიც მომავალში ან დადებით შედეგს მოიმკის ან კი უარყოფითს.