ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანისა და ამერიკის ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ


ირანის და შერთებული შტატების ელჩები ბაღდადში შეხვდნენ ერთმანეთს ერაყის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების მიზნით.

ერაყში ამერიკის ელჩის რაიან კროკერის განცხადებით ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმდნენ, რომ ერაყის მთავრობას სრული მხარადჭერა აღმოუჩინონ სტაბილური, დემოკრატიული, ფედერალური სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, რომელიც დამოუკიდებლად შესძლებს საკუთარი საზღვრის გაკონტროლებას:” ჩვენ ნათლად ჩამოვაყალიბეთ ამერიკის თვალსაზრისი, ჩვენი პრინციპები და პირდაპირ მივუთითეთ ირანის წარმომადგენელს ერაყში მათი დესტრუქციული საქმიანობის შესახებ.”

ამერიკის ელჩის თქმით ირანმა უნდა შეწყვიტოს იმ შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა, რომლებიც ამერიკელ ჯარისკაცებსა და ერაყის უშიშროების ძალებს ებრძვიან. ბატონი კროკერის განცხადებით ვაშინგტონისთვის კარაგად არის ცნობილი, რომ თეირანი ამ დაჯგუფებებს იარაღით და ასაფეთქებელი მასალით ამარაგებს და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა უნდა შეწყვიტოს ამგვარი მოქმედება.

შეერთებული შტატების ელჩის თქმით ირანის დელეგაციამ თავი აარიდა ამ შეკითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემას, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ირანელები საკუთარი პოლიტიკის წარმოჩენას ერაყში პოზიტიური კუთხით ცდილობენ.

ბატონი კროკერის თქმით ახლა თავად ირანელებზე იქნება დამოკიდებული როგორ შეასრულებენ თავის სიტყვას და ოფიციალურად გაცხადებული პოლიტიკის შეასაბამისად მოიქცევიან თუ არა ერაყში.

XS
SM
MD
LG