ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ ისრაელი უახლოეს მომავალში მსოფლიოს თვალწინ განადგურდება. ირანის ლიდერმა ეს კომენტარები დღეს, რევოლუციის სულისჩამდგმელის აიათოლა რუჰოლა ხომეინის გარდაცვალებიდან 18-ი წლის აღნიშნვისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. ირანის პრესამ დაიმოწმა პრეზიდენტის ნათქვამი, იმასთან დაკავშირებით, რომ გასულ წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გაჩაღებული ომი ისრაელის განადგურების დასაწყისია. შეგახსენებთ რომ უფრო ადრე აჰმადინეჟადმა ჰოლოკოსტი უარყო, რამაც საერთაშორისო დონეზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. იგი ასევე ისრაელის განადგურების მოწოდებებით გამოდის.
პოპულარული
1