გერმანიის ქალაქ როსტოკში, დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეთა წინააღმდეგ, ქუჩაში გამოვიდა ათoბით ათასი დემონსტრანტი. ისინი დროშებით ხელში, მშვიდობისა და ანტი კაპიტალისტური მოწოდებებით მოძრაობდნენ ქუჩაში. დემონსტრაციას სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ათასი ადმაიანი შეუერთდება. ამით , ეს საპროტესტო აქცია ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციაა დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრის ისტორიაში. ამ ფონზე, აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ახდებს, რომ ამერიკა დაინტერესებულია რომ დიდი რვიანის ქვეყნებმა ვაჭრობის, კლიმატის ცვლილებისა და განვითარების წაასხალისებლად, ერთoბლივად იმუიშაონ. დღეს, ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში, ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ ამ და სხვა საკითხებს იგი დიდი რვიანის ლიდერებთან შეხვედრისას განიხილავს მომავალ კვირას.
პოპულარული
1