ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტმა ერაყში ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


ერაყის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ დღეს ქალაქ ფელუჯაში, ნაღმსატყორცნების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმას ხუთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია თხუთმეტი ადამიანი. ამ ინფორმაციის თანახმად, საგულისხმოა, რომ თავდამსხმელებს ამერიკული სამხედრო ბაზა ჰქონდათ მიზანში ამოღებული. მაგრამ ჭურვები ბაზის ტერიტორიას აცდა და საცხოვრებელ უბანში აფეთქდა.

ბაღდადის ძირითადად შიიტებით დასახლებულ სადრის უბანში, კოალიციის ძალებმა ირანიდან ნაღმებისა და იარაღის შემოტანაში ეჭვმიტანილი რვა კაცი დააკავეს.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ განაცხადა, რომ გუშინ ბარდადში გატაცებული ხუთი ბრიტანეთის მოქალაქე ალბათ „მაჰდის არმიის” შიიტური შეიარაღებული ორგანიზაციის ხელთ იმყოფება და რომ „მაჰდის არმიას” ადგილობრივი პოლიცია უწყობდა ხელს.

ბრიტანელები პოლიციის ფორმასი გამოწყობილმა სეიარარებულმა პირებმა გაიტაცეს. გატაცებულთაგან ოთხნი, ერთ-ერთი კანადური ფირმის დაცვის მუშაკები არიან, ხოლო მეხუთე კი ამ ფირმის კლიენტია. გატაცება ერაყის ფინანსთა სამინისტროს შენობაზე განხორციელებული თავდასხმისას მოხდა.

ერაყის ჩრდილოეთის სამ ქურთულ პროვინციაში კი კოალიციის ძალებმა უშიშროების უზრუნველყოფის განხორციელება ერაყის მთავრობას გადაულოცეს.

XS
SM
MD
LG