ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს ლიბანს


ლიბანის ტერიტორიაზე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკიდან ისლამისტი ტერორისტების აღმოფხვრის მიზნით ლიბანში სამხედრო სტრანსპორტო თვითმფირნავების საშუალებით უცხოური სამხედრო ძალების გადმოსხმა დაიწყო.

ლიბანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ბეირუთის აეროპორტში დღეს ორი თვითმფრინავი დაჯდა.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ამერიკა მზად არის დახმარება გაუწიოს ლიბანს ნარ ალბარედის ბანაკთან ლიბანის არმიასა და ისლამისტებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ.

ლიბანის პრემიერ მინისტრმა ფაუდ სინიორამ პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკიდან ისლამისტი ტერორისტების აღმოფხვრის პირობა დადო.

ტერორისტული დაჯგუფება ფატა ალ ისლამის მეამბოხეები ლტოლვილთა ბანაკში გამაგრდნენ და აცხადებენ რომ დაიცავენ დროებითი ზავის პირობებს მაგრამ არ დანებდებიან და წინააღმდეგობას გაწევენ თავდასხმის შემთხვევაში.

გასულ კვირადღეს დაწყებულ შეტაკებას დაახლოებით 75 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის არიან ჯარისკაცები, მემაბოხეები და სამოქალაქო პირები.

XS
SM
MD
LG