ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ბათიაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიის “წინ საქართველოს” ერთერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ოპოზიციური პარტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ჯუგფებმა უკვე მკაცრად შეაფასეს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და მას უსაფუძვლო უწოდეს. ბათიაშვილის ადვოკატების განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. თავად ირაკლი ბათიაშვილმა კი შიმშილობის დაწყების გეგმის შესახებ განაცხადა.
XS
SM
MD
LG