ჩვენ მოგახსენეთ იმ კამპანიის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა წამოიწყო. ეს გახლავთ წერილი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა და რომელშიც ქართული საზოგადოება აფხაზურ საზოგადოებას მიმართავდა. ჰატამზაიტ ანუ ჩვენ გვაპატიეთ აფხაზებო. ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი შეფასებები და გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია შეფასებების უმეტესი ნაწილი ნეგატიური ხასიათისა იყო, ზოგს ეს სიტყვა - ბოდიში აღიზიანებს, ზოგს საერთო ტენდენცია. ამ წერილს ნაწილობრივ საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, ერთ-ერთ მის საჯარო გამოსვლაში მან მისთვის დამახასიათებელი ექსცეტრიულობით განაცხადა: “ბოდიში ჩვენ რისთვის უნდა მოვიხადოთ? აქეთ მოგივხადონ ბოდიში!” ასე, რომ ბოდიშის კამპანია უკვე აქტიური მსჯელობისა და განხილვის საბაბი გახდა. ერთ-ერთ წინამდებარე გადაცემაში ისიც აღვნიშნეთ, რომ ამ თემას ჰაინრიH ბიოლის ფონდში საჯარო დისკუსიაც მიეძღვნა, სადაც ერთ_ერთი მომხსენებელი სოხუმიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონი მანანა დარჯანიაც გახლდათ. ის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო არც თუ ისე მცირერიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. მისი პოზიცია ამ კამპანიის მიმართ ამგვარია. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან:
მანანა დარჯანია – ჩემი მდგომარეობა მაძლევს უფლებას ვიყო თქვენს წინაშე გულწრფელი და გამოვხატო არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი იმ საზოგადოების განწყობა, რომელსაც მე წარმოვადგენ. ის, რომ აფხაზებისთვის ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ამას მე ვამბობდი მაშინ, როდესაც სოხუმი ქართველების ხელში იყო მთლიანად. ომი საშინელებაა და ჩვენ ბევრი სიბინძურე ვნახეთ. ბოლო დამშვიდობება ჩემს აფხაზ კოლეგებთან ასეთი იყო, ისინი ამბობდნენ, რომ ვიდრე პირში სული უდგათ ისინი არ დანებდებოდნენ ქართველებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველები გაგვანადგურებენო. ერთხელ ვენაში ერთერთ შეხვედრაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის, მე განვაცხადე რომ ქართველებს ბოდიში აქვთ მოსახდელი აფხაზებისთვის, მაშინ მათ მიპასუხეს, რომ მე გამბედაობა არ მეყოფა ეს საქართველოში ვთქვა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბოდიში პირველ რიგში სჭირდება ქართულ საზოგადოებას და არა აფხაზებს.
- სამწუხაროდ საჯარო დისკუსიაზე ქალბატონ მანანა დარჯანიას საშუალება არ მისცეს დაუსრულებინა სიტყვა, მისი დაყ ველა მომხსენებლის თუ ამ ბოდიშის კამპანიის ოპონენტები კი, უპირველეს ბრალდებას აფხაზურ მხარეს სწორედ დევნილებს, საკუთარი სახლიდან გამოდევნილ ადამიანებს ასახელებენ, თუმცა თავად მშვიდად მოსმენაც არ შეუძლიათ ტავად დევნილების, ვისი უფლებების დაცვასაც ცდილობენ.