ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2006 წლის საუკეთესო ამერიკელი მწერალი: ფილიპ როთი


გასულ შაბათს ვაშინგტონში გაიმართა პენ ფოლკნერის ფონდის რიგით 75-ე ცერემონია, სადაც საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებისა და საუკეთესო მწერლის კატეგორიაში უმაღლესი ჯილდო წილად ხვდა ცნობილ ამეირკელ მწერალს ფილიპ როთს. პენ ფოლკნერის პრემია ამეირკაში ყველაზე დიდი და დამოუკიდებელი ჟიურის მიერ წარმოდგენილი პრესტიჟული პრიზია.

ჟიური, რომელიც მონაწილეებს აფასებდა, 250 ნაწარმოებს გაეცნო. გამოვლენილი იქნა 4 ფინალისტი და ერთი გამარჯვებული. პენ ფოლკნერის ფონდი ყოველწლიურად, მაისში ატარებს გალა ცერემონიას. ისე როგორც სხვა დროს, აუდიტორიის წინაშე წელს წარსდგა 4 ფინალისტი, და გამარჯვებული. მათ საკუთარი საკონკურსო შემოქმედებიდან ნაწყვეტები გააცნეს აუდიტორიას.

ღონისძიება ვაშინგტონში შექსპირის სახელობის ფოლჯერის თეატრში გაიმართა. წელს 5 თ ფინალისტ შორის, იყვნენჩ არლზ დამბროზიო, დებორა აიზენბერგი, ემი ჰემპელი, და ედვარდ ჯონსი. მეხუთე მათგანი, ფილიპ როთი კი ამ პრესტიჟული პრემიით დაჯილდოვდა, ნაწარმოებისათვის Everyman.

სანამ გამარჯვებულზე ვიტყოდეთ ორიოდ სიტყვას შეგახსენებთ, რომ ამ პრესტიჟული პრემიების გადაცემას ამეირკის ხმა 2001 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად აკეთებს. ჩვენ უკვე გაგაცანით ყოფილი გამარჯვებულების -ენ პაჩეტის, საბინა მიურეის, ედვარდ ლუის დოქტოროუს, ჯო აპდაიკის წარმატებების შესასხებ. რაც შეეხება წლევანდელ ფინალისტებს: ჩარლზ დამბროსიო, ნაწარმოებით “მკვდარი თევზის მუზეუმი”-რომელიც მოთხრობების კოლექციაა, ჩიკაგო ტრიბუნის შეფასებით, დრამატული სახეების ჩვენებითა და დიალოგებით მკითხველზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს. დებორა აიზენბერგი, რომელიც ასევე უკვე წარმატებული მწერალია, მოთხრობების ამ კრებულით, პოსტ 11 სექტემბრისეულ სურათს წარმოგვიდგენს, როდესაც ადამიანს განკსაკუთრებიტ კარგად ესმის და ამასტან უფრო მეტად აფიქრებს გარდაუვალი განსაცდელი, და ლამის მოლოდინი იმისა, რომ 20, 30 წლის ახალგაზრდები, პირველად ამერიკის ისტორიაში, თავს ბევრად ნაკლებად დაცულად იგრძნობენ ვიდრე მათი მშობლები. ემი ჰემპელს ნამდვილად შესწევს უნარი მის არაჩვეულებრივ სამყაროში ერთბაშად მოგახვედროს და მერე მისი გმირების, საბოლოოდ კი მკითხველისთვის ნამდვილი მეგობრების გარემოცვაში შეგიყვანოს-წერს ერთერთი მკითხველი. ედვარდ ჯონსი, 16 მოთხრობის კრებულით, ვაშინგტონის ცხოვრებას აღწერს, ქალაქისა, სადაც შავკანიანი ამეირკელების ცხოვრება ყველაზე თვალნათლივ არის გამოკვეთილი.

და ბოლოს, ფილიპ როთი, რომელიც 50 წლებიდან ამერიკელი საზოგადოებისტვის კარგად ცნობილი და აწ უკვე ლიტერატურის დიდოსტატია. მისი უკანასკნელი ნაშრომი, ევრიმენ, რომელიც თარგმანში ნიშნავს “თითოეულ ადამიანს”, ნიუ იოკრში მცხოვრები სარეკლაო სააგენტოს თნამშრომლის ცხოვრებას ასახავს. როგორც მწერალი, როთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ამერიკის ლიტერატურისთვისა და ისტორიისთვის, წერს პრესა. სრული ვერსიისთვის, მოუსმინეთ აუდიო პროგრამას.

XS
SM
MD
LG