მსოფლიოს უდიდესი კომპანია უოლმარტი აცხადებს, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებ წარმატებას მიაღწია. გაყიდვების სამ პროცენტ ნახევრით დაცემა დიდი არაფერია, მაგრამ კომპანიისათვის, რომელიც ყოველწლიურად 300 მილიარდი დოლარის საქონელს ყიდის, ეს ძალზე დიდ თანხას წარმოადგენს. უოლ სტრიტ ჯორნალის რედაქტორ მენეჯერი ალან მურეი ამბობს, რომ ეს 1979 წლიდან მოყოლებული უოლმარტის ყველაზე წარუმატებელი წელია”
“აქ რამდენიმე რამ ხდება. ერთ-ერთი ისაა, რომ წელს აღდგომა სედარებით ადრე აღინიშნა. აქედან გამომდინარე კი წინასააღდგომო გაყიდვებმა მარტში გადაინაცვლა. მარტში კი მოგეხსენებათ საკმაოდ ცუდი ამინდები იცის”. გვითხრა ბატონმა მურეი.
მაგრამ ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ეს საერთო სენია და არა მხოლოდ უოლმარტისა. ასე მაგალითად, ამერიკული მაღაზიები ტარგეტი, ჯი სი პენი და გეპიც აღნიშნავენ გაყიდვების ვარდნას. ექსპერტები თვლიან, რომ აქ ბენზინზე საწვავის ფასის ზრდამ და უძრავ ქონებაზე ფასების დაცემამაც გარკვეული როლი ითამაშა. მურეი ამბობს, რომ სხვა ფაქტორების გამორიცხვაც არ იქნება სწორი:
“უოლმარტი იმას ვეღარ აკეტებს კარგად, რის გაკეთებასაც მშვენივრად აუდიოდა. შარშან კომპანიამ ტანსაცმლის უფრო მარალი კლასის მაღაზიებისათვის მიყიდვაც სცადა. მაგრამ ამან არ გაამართალა. კომპანია საკუთარი მარაზიების გადაკეთებას ცდილობს. მაგრამ როგორც სცანს არც ეს იღებს სასურველ შედეგებს”. აღნიშნავს ბატონი მურეი.
ზოგი თვლის, რომ მომხმარებლის ხელახლა მოსაზიდავად უოლმარტი ძველ სტრატეგიას უნდა დაუბრუნდეს. ეს კი დაბალ ფასებს ნიშნავს:
“მე ვთვლი, რომ უოლმარტი იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს. ძველი ტრადიციების დაბრუნება. მომხმარებელს გულს მოუთბობს”. ამბობს ვაჭრობის დარგის ექსპერტი დენა ტილსი.
უოლ მარტი საცალო გაყიდვის ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინდიკატორს წარმოადგენს. თანაც უოლ მარტი მსოფლიოს ყველაზე დიდი მოგების მქონე კომპანიაცაა. კომპანიის ყოველწლიური მოგება შეერთებული სტატების საერტო ეკონომიკური აქტივობის ორ მთელ ხუთ მეათედ პროცენტს შეადგენს.