ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარმ ელ-შეიხში ერაყის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა


დღეს, ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ შეიხში ერაყის საკითხზე სასერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ მისასალმებელ სიტყვაში შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა ერაყს საგარეო ვალი აპატიონ.

ბატონი მალიკის განცხადებით, ვალის პატიება ერთადერთი გზაა რათა ერაყმა სასიცოცხლო მნიშვნელობის სარეკონსტრუქციო პროექტების განხორციელება დაიწყოს. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი კი აცხადებს, რომ დღეს კონფერენციაზე ერაყის სტაბილიზაციის ხუთ წლიანი გეგმის განხილვა კარგ წინაპირობას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის, პოლიტიკური სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

კონფერენციის დაწყებამდე, ერაყის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ბარჰამ სალიმ განაცხადა, რომ ერაყი ურთულეს პრობლემებს ეღობება , მათ შორის ეროვნული ერთობის მიღწევის ამოცანას. ამ ფონზე, კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი სირიელ კოლეგას, ვალიდ ალ მუალემს შეხვდა. ეს ორ ქვეყანას შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა.

XS
SM
MD
LG