ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა გლოვობს


ვირჯინიის ტექნოლოგირი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბუშმა საყოველთაო მიმართვა გააკეთა:

ამერიკა შეძრწუნებული და დაღონებულია ვირჯინიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მომხდარი სროლის გამო. დღეს ჩვენი ერი ამ შემზარავი ტრაგედიის დროს დაღუპულებს გლოვობს.

ვირჯინიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტმა ოცდაათი კაცი მოკლა.

მისივე განცხადებით სკოლა არის თავშესაფარი, ადგილი სადაც თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდე და ცოდნას იღებდე. და როდესაც ეს ჰარმონია ირღვევა ამას ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაზე ურაყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

პრეზიდენტმა განცხადებაში გამოძიებას ნებისმიერი სახის დახმარება აღუთქავა.

შეერთებული შტატების სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ამ ინციდენტში დაღუპულთა ხსოვნას.

ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჩარლზ სტეგერმა მომხდარს დაუვუწყარი ტრაგედია უწოდა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოცდაათი კაცის მკვლელი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. თუმცა ბატონმა სტეგერმა აღნიშნა, რომ პოლიციას ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია უნივერსიტეტის სხვა შენობაში მოკლული ორი ადამიანი იგივე პიროვნებამ გამოასალმა სიცოცხლეს თუ არა:

„ყველა უნივერსიტეტში შოკირებული და უდაოდ შეძრწუნებულია ამ შემთხვევით. მე მინდა ჩემი ღრმა და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა მათ შორის ჩვენ სტუდენტთა ოჯახებს”.

ვირჯინიის გუბერნატორმა ტიმოთი ქეინმა რომელიც ორ-კვირიანი ვიზიტით ტოკიოში იმყოფებოდა, შტატებში ნაადრევად დაბრუნდა.

გუბერნატორმა განაცხადა რომ ეს ტრაგიკული დღეა ვირჯინიის შტატისთვის. მან ტოკიოდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დროშების დაშვების ბრძანება გასცა.

პოლიციას აგრეთვე ჯერ-ჯერობით მკვლელობის მოტივი არ დაუსახელებია.

დღეს უნივერსიტეტი დაკეტილია. სტუდენტები, პედაგოგები, საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი ბუში დღეს მოგვიანებით უნივერსიტეტში შეიკრიბებიან. აქ შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობის ოცდაცამეტი მსხვერპლის საპატივცემულოდ მემორიალული ლოცვა ჩატარდება.

უნივერსიტეტის ზოგი სტუდენტი და მათი მშობლები კრიტიკულ სიტუაციაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ქმედებით უკმაყოფილო და გაბრაზებულნი არიან.

უნივერსიტეტის პრეზიდენტმა თავის მართლების მცდელობით სთქვა, რომ პირველი ორი მკვლელობის შემდეგ ჯერ არ იყო ნათელი მკვლელი დარჩა თუ მან მიატოვა უნივერსიტეტის კომპლექსი. ორი საათის შემდეგ კი მკვლელი უნივერსიტეტის მეორე შენობაში შევიდა და ოცდაატი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

ამერიკელ ხალხს ასევე სამძიმარი გამოუცხადა ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტმა. დედოფალს მომავალ თვეს ჯეიმსთაუნის ოთხასი წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით ვირჯინიაში ვიზიტი აქვს დაგეგმილი. ჯეიმსთაუნი ინგლისელთა პირველი დასახლება იყო ამერიკაში.

XS
SM
MD
LG