ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიიწვევენ თუ არა ბაღაფშს გაეროს უშიშროების სხდომაზე ?!


გალის რაიონში უაღრესად გართულებულ ვითარებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გალის რაიონის საერთაშორისო მმართველობისა და კონტროლის საგანგებო ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოდის, მიმართავს რა საქართველოს ხელისუფლებას ეს საკითხი გაეროს წინაშე დააყენოს.

„ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სინანულს და გაკვირვებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები საქართველოში არ აძლევენ ადეკვატურ შეფასებას რუსეთის აშკარა მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რომელმაც ცალსახად დაიჭირა სეპარატისტთა მხარდამჭერი პოზიცია, რაც სრულიად შეუთავსებელია რუსეთის სამშვიდობო მისიასთან ‘ - ნათქვამია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია.

რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში და უშიშროების საბჭოს დროებითმა თავმჯდომარემ ვიტალი ჩურკინმა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მოწვეული იქნება საბჭოს სხდომაზე, სადაც კონფლიქტის მოგვარების საკითხებს განიხილავენ.

- ამ დროს მძიმე პოლიტიკურ არტილერიას ავამოქმედებთ, გამორიცხული არ არის შეხვედრაზე სერგეი ბაღაფში მოვიწვიოთ , - აცხადებს ვიტალი ჩურკინი.

– ნიშნავს ეს რუსეთის პოზიციის გამაგრებას გაეროში თუ გაეროს დამოკიდებულებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტისადმი - ამ კითხვით საქართველოს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს მივმართე :

- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს პოზიციასტან და დამოკიდებულებასთან კონფლიქტების მოწესრიგების საკითხისადმი მსგავს ექსტრავაგანტულ გამოხტომებს კავშირი არა აქვს.

XS
SM
MD
LG