ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნება


დღეს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეა. გაეროს გენერალურმა მდივნამა კოფი ანანმა მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერებს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ აღთქმული პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ანანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ბოლოსდაბოლოს დაიწყო ამ პრობლემის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. მისი განცხადებით მსოფლიოს მთავრობებმა დაიწყეს ფულადი სახსრების უზრუნველყოფა რაც ამ დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. გაეროს განცხადებით ბოლო 25 წლის მანძილზე შიდსით 25 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ანგარიშის თანახმად აივის ვირუსი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია 15 დან 59 წლამდე ასაკის მოსახლეობას შორის.
XS
SM
MD
LG