ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარეობს აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი


აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის მიმდინარეობის პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის საკითხი იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ნო მუ ჰიენთან ცალკე განიხილა.

ნო მუჰიენი და ჯორჯ ბუში შეთანხმდნენ გაეროს რეზოლუციის ძირითად პრინციპებზე, რომელიც სანქციებს უწესებს ფხენიანს. თუმცა სამხრეთ კორეის ლიდერმა დააფიქსირა, რომ აქტიური მონაწილე არ იქნება იმ ინიციატივისა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის გემების ინსპექტირებას ითვალისწინებს. ამ ფონზე, იაპონიის პრემიერ მინისტრმა ამერიკელ ლიდერს განუცხადა, რომ ამ საკითხზე “კოორდინირებული მიდგომის” შემუშავება აუცილებელია.

XS
SM
MD
LG