ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში თავის ოფიცალურ ტურნეს იწყებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში


დღეს პრეზიდენტი ბუში თავის ოფიცალურ ტურნეს იწყებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, რომლის დროსაც ის სინგაპურს, ვიეტნამს და ინდონეზიას ეწვევა.

აზიისკენ მიმავალ გზაზე პრეზიდენტი ბუში ცოტა ხნით გაჩერდება მოსკოვში, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველის სტივენ ჰადლის განცხადებით:” ეს ვიზიტი აზიაში ამერიკელი ხალხის და ამ რეგიონის მოსახლეობის საერთო ინტერესების დაცვას ემსახურება, რომელიც ტერორიზმის და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მდგომარეობს.”

XS
SM
MD
LG