სერბიაში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა ქვეყნის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომელშიც კოსოვო სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად არის მიჩნეული. ამ რეფერენდუმში 7 მილიონიანი ელექტორატის მხოლოდ 18%-მა მიიღო მონაწილეობა.
ახალი კონსტიტუციის დამტკიცებისთვის საჭიროა რომ მას ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა დაუჭიროს მხარი. თავად კოსოვოში ამომრჩეველთა 35% ხმა მისცა აღნიშნულ კონსტიტუცაის, თუმცა ალბანელები არ მონაწილეობდნენ ამ რეფერენდუმში.